თინა ხიდაშელი - მთავარი, რაც საქართველოს საბჭოთა კავშირთან აკავშირებს, ეს არის

თინა ხიდაშელი - მთავარი, რაც საქართველოს საბჭოთა კავშირთან აკავშირებს, ეს არის "ენ კა ვე დე" შსს-ში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავარი, რაც საქართველოს საბჭოთა კავშირთან აკავშირებს, არის "ენ კა ვე დე" შინაგან საქმეთა სამინისტროში და ინსტიტუციური სიმახინჯე პროკურატურაში.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმის კომენტირებისას განუცხადა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის გადადგმასაც ხელისუფლება "საბჭოთა კავშირის დასრულების" მიმართულებით გეგმავს. 

"ეს იმ ტიპის რეფორმაა, რომელიც უკვე ათეული წელია, დაგვიანებულია საქართველოში. შესაბამისად, თუკი ჩვენი ხელისუფლების პირველი ვადის პირობებში სამართალდამცავი სისტემის რეფორმა წარმატებით დასრულდება, ვიტყვი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოსთვის და საბჭოთა კავშირთან გამომშვიდობება. მთავარი ლინკი, რომელიც დღეს საბჭოთა კავშირთან დაგვრჩა, ეს არის "ენ კა ვე დე" შინაგან საქმეთა სამინისტროში და ის სიმახიჯე, რომელიც ინსტიტუციურად პროკურატურაში არსებობს. ეს საბჭოთა კავშირი თუ დავასრულეთ, ჩვენ ძალიან წარმატებული ხელისუფლება ვიქნებით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.