სინოპტიკოსები ახალი წლის დღეებში საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ახალი წლის დღეებში საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ახალი წლის დღეებში საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალმთაში შესაძლოა მცირე თოვლი. ახალი წლის დღეებშიც შესაძლოა დასავლეთ საქართველოში იწვიმოს. 

ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალმთაში ასევე მცირე თოვლი. კერძოდ, გუდაურსა და ბაკურიანში. 29 დეკემბერს გამოიდარებს. 31 დეკემბერს და 1 იანვარს კი, საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 

28 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 17-18 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში -8-10 გრადუსი.