ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც არის ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის ნათელ მომავალს ვერ შექმნის

ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც არის ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის ნათელ მომავალს ვერ შექმნის

მე არ მგონია, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ნათელ მომავალს შექმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად ინიშნება.

წულუკიანის განმარტებით, "დანარჩენი უკრაინელი სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილებაა".

"ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისთვის მინდა ნათელი ევროპული და დემოკრატიული მომავალი, გული შემტკივა იმის გამო, რაც მათ გადაიტანეს და რა პრობლემების წინაშეც ახლა დგანან. ძალიან მალე დაიწყებენ მომავალზე ფიქრს და სახელმწიფოს მშენებლობას, გულწრფელად გეტყვით, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც არის ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის ნათელ მომავალს ვერ შექმნის, დანარჩენი, რა თქმა უნდა, უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.