ტალახის სროლას არასდროს ტალახის სროლით არ ვუპირისპირდები

ტალახის სროლას არასდროს ტალახის სროლით არ ვუპირისპირდები

ტალახის სროლას მე არასდროს ტალახის სროლით არ ვუპირისპირდები, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც თავი აარიდა პასუხი გაეცა შეკითხვისთვის, რამდენად ამოიცნო საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრახით დასრულდება ნებისმიერი იმ პოლიტიკოსის ბედი, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ამბიციებს აყენებს.

"საერთოდ უპასუხოდ დავტოვებ ამ განცხადებას. მეორე დღესვე, როცა შევთანხმდით, რომ პოლიტიკურად ერთად აღარ ვიქნებოდით, მან ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, თუმცა, ამით მხოლოდ საკუთარი თავი შეურაცხყო. ტალახის სროლად მე არასდროს ტალახის სროლით არ ვუპირისპირდები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.