ირაკლი ალასანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია

ირაკლი ალასანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია

ირაკლი ალასანია "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

როგორც ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, "თავისუფალი დემოკრატები" წარმატებას კოალიცია "ქართული ოცნების" გარეშეც მიაღწევს.

"ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოცნების გარეშე გვექნება წარმატება. გასული საპარლამენტო არჩევნები იყო ყველა ერთის წინააღმდეგ. ამ არჩევნებში დიდი დიდი შანსი გვაქვს გამარჯვების", -აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, არ ნანობს, რომ იყო "ქართული ოცნების" წევრი. "არ ვნანობ, როდესაც "ქართული ოცნების" წევრი ვიყავით, არ ვნანობ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი. ეს იყო სწორი იმ ისტორიულ მოცემულობაში და ბევრი საქმე გაკეთდა, რასაც რეალური შედეგი მოჰყვა", - განაცხადა ალასანიამ.