დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების მორალური უფლება არ გვაქვს

დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების მორალური უფლება არ გვაქვს

მორალური უფლება იმისა, საარსებო მინიმუმი დავბეგროთ, - ამ განცხადებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა მიმართა.

როგორც ქუცნაშვილმა განმარტა, ორი წლის განმავლობაში დაუბეგრავი მინიმუმით ისარგებლა სავაჭრო ქსელის ყველა მოსამსახურემ, სკოლის მასწავლებლებმა, ყველა იმ მოქალაქემ, რომელთაც დაბალი შემოსავალი აქვს.

"დაბალშემოსავლიან მოქალაქეთა დაბეგვრასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება პრინციპული იყო და ამ პრინციპული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ გვაქვს მორალური უფლება იმისა, რომ საარსებო მინიმუმიც კი დავბეგროთ. წარმოდგენილი ინიციატივა მიზანშეუწონლად მიმაჩნია. მისთვის მხარის დაჭერა გამიჭირდება", - განაცხადა ქუცნაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, 2015 წლისათვის მიღებულ შემოსავლებზე დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი აღარ გავრცელდება. 2015 წელს შესაბამის პირებს კვლავ ექნებათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება, მაგრამ ეს უფლება 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე აღარ გავრცელდება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ იარსებებს, რადგან მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, სოციალური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა იქმნება.

"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტრს ფინანსთა სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით წარედგინა.