საპარლამენტო უმცირესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით , მასსა და დავით ლორთქიფანიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება ყურადღების ღირსი არ არის. როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ინციდენტი ამოწურულია და ის ფაქტიურად არაფრისგან წარმოიქმნა.
,,თემა და დაპირისპირება პრაქტიკულად არაფრისგან წარმოიქმნა. ლორთქიფანიძემ არაეთიკურად მიმართა ჩვენს ერთ-ერთ დეპუტატ ქალბატონს, რის გამოც მოვუწოდე ქალბატონის სტატუსის გათვალისწინებით შედარებით ნორმალურად ელაპარაკა, რაზეც აღშფოთდა. ინციდენტი ამოწურულია და უხერხულობისათვის კოლეგებს ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
დღეს პარლამენტში დეპუტატ ლევან ბეჟაშვილსა და დავით ლორთქიფანიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.