თავდაცვის მინისტრს და მის მოადგილეს რომ შევხედე ვიზუალურად და ფიზიკურად, ბოდიშს გიხდით და, სად ნახულობთ ასეთ ხალხს, ძალიან მაინტერესებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სპეკულაცია მაშინ დასრულდება, როცა საკითხზე მსჯელობა არა დახურული სხდომის ფორმატში, არამედ ღიად გაიმართება.
"ხალხს ღიად უნდა უთხრათ, რამ განაპირობა თავდაცვის მინისტრის მსგავსი განცხადება", - მიმართა უმრავლესობას აკაკი ბობოხიძემ.
საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მოწვევა მოითხოვა.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჯანელიძის მოსმენა იმ განცხადებაზე სურს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.