ჯორჯ ბუში-უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჯორჯ ბუში-უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჰოსპიტალიზირებულია.

"ბიბისის" ინფორმაციით, 90 წლის ჯორჯ ბუში ჰიუსტონის კლინიკაში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯორჯ ბუში-უფროსი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას 1989-1993 წლებში ედგა სათავეში. აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ის ბილ კლინტონმა შეცვალა.