არსენ ავაკოვი:    კიევში

არსენ ავაკოვი: კიევში "გაის" პატრული ჩაანაცვლებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, მალე კიევში "გაის" პატრული ჩაანაცვლებს, რეფორმის დეტალებს კი საზოგადოებას მისი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე გააცნობს.

ამის შესახებ ავაკოვი სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე წერს.

"მალე კიევში "გაი" აღარ იქნება. ჩამოყალიბდება ახალი პოლიციის საპატრულო სამსახური. ახალი მიდგომებით, წესებით, ახალი ხალხით და ვიმედოვნებ, თქვენი განახლებული ნდობით. 20 იანვრიდან დაიწყება თანამშრომლების შერჩევა და მათი გადამზადება. ტესტირება, 3-თვიანი მკაცრი ტრენინგი, ისევ ტესტირება და ვიმედოვნებ, 50% ყველა გამოცდას წარმატებით გაივლის, გაზაფხულზე ახალ საპატრულო სამსახურს მივიღებთ. ვიმედოვნებ, ის იქნება თქვენს სამსახურში და დაიმსახურებს თქვენს პატივისცემას. შემდეგ ამ პრაქტიკას გადავიტანთ სხვა ქალაქებში. ასე რომ, დაფიქრდით, ვინ არის მზად, გახდეს საპატრულო პოლიციელი? კარი ყველასთვის ღიაა. ერთად შევცვალოთ ქვეყანა! უფრო დეტალურად შინაგან საქმეთა სამინისტროში მომდევნო ბრიფინგზე - ვთხოვ ეკა ზღულაძეს, დეტალურად აგიხსნათ ყველაფერი, რაც ჩავიფიქრეთ", - წერს ავაკოვი.