საკრებულოს დეპუტატებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატების დარიცხვას მოწყალების გაღებაა

საკრებულოს დეპუტატებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატების დარიცხვას მოწყალების გაღებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, საკრებულოს დეპუტატებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დანამატების დარიცხვას, მოწყალების გაღებას უწოდებს.

როგორც თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, რამდენიმე კითხვა კიდევ აქვს ამ თემაზე. " არ მოგასვენებთ და ვერ დავასრულებ. ვიცი, ვიცი, ცერცვი ბევრი მაქვს მომარაგებული", - წერს თინა ხიდაშელი.

პარლამენტის დეპუტატი საკრებულოს წევრებს რამდენიმე კითხვით მიმართავს: "1. განაკვეთური შრომის საათები დამიზუსტეთ პატივცემული საკრებულოს წევრებო. კანონის და კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების მითეთებით. რომელი საათიდან რომელ საათამდე შეიძლება შეგაწუხონ ამომრჩევლებმა ან დანარჩენმა სამყარომ რომ შემდეგ დამატებითი ანაზღაურება არ მოითხოვოთ?

2. ამ საათებს რომ დამიზუსტებთ და ჩამოვყალიბდებით იმაზე განაკვეთურია თქვენი შრომა თუ ზეგანაკვეთური, მერე ისიც დაგვიზუსტეთ თქვენი უფროსი ვინ არის? აი ის დამსახურების შესაბამისად რომ უნდა დაგაჯილდოვოთ. აქაც ზეგანაკვეთურად შეწუხდით და კანონის მუხლები მიმითითეთ თქვენი უფროსის და წარმომადგებლობით ორგანოში უფროს-უმცროსობის შესახებ.

3. ამ ორ ამბავს რომ გავარკვევთ, მერე ასევე კანონით მიმითითეთ როგორ, რომელი კრიტერიუმებით, რომელ კანონებზე და მუხლებზე დაყრდნობით უნდა დაადგინოს ჭიჭიკომ მეტი იშრომა, თუ ბიჭიკომ. მით უფრო ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გირჩევთ ტაბელი გააკეთეთ და ხელი მოაწერინეთ გამვლელ-გამომვლელს, განსაკუთრებით ქუჩაში და უფროსს მიუტანეთ ბეჯითი შრომის დასტურად, რომ მოწყალება გაიღოს, ვინაიდან იმას რაც თქვენ გუშინ მიიღეთ, სწორედ რომ მოწყალების გაღება ჰქვია. კიდევ შეგეხმიანებით", - წერს დეპუტატი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე.

22 დეკემბერს, საკრებულოს ბიუროზე სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წლის ბოლოს ზეგანაკვეთური მუშაობისთვის დეპუტატებს დანამატები დაერიცხოთ. როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, იგი თვალყურს ადევნებს დეპუტატების მუშაობას და ისარგებლებს, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებით და დანამატების გაცემას ზეგანაკვეთური მუშაობის მიხედვით მოახდენს.