უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მთავრობაში ადგილის დასაკავებლად კიდევ ორი ქართველი ემზადება

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მთავრობაში ადგილის დასაკავებლად კიდევ ორი ქართველი ემზადება

უკრაინის პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე კომისია უკრაინის ლიდერს კიდევ ორი ქართველისთვის აძლევს რეკომენდაციას მოქალაქეობის მისანიჭებლად, რომლებიც უკრაინის მთავრობაში გარკვეულ თანამდებობაზე არიან წარდგენილები. ამის შესახებ ინფორმაციას "nahnews.com.ua" ავრცელებს.

საუბარია საქართველოს ორ მოქალაქეზე - დავით საყვარელიძესა და გიზო უგლავაზე. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია "უდარის" ლიდერი ვალერი პაცკანი ავრცელებს. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. მისივე განცხადებით, ორივე მათგანი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას სხვადასხვა დროს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ მუშაობდა. "ისინი არიან სპეციალისტები, რომლებიც რეალურ რეფორმებს ატარებდნენ საქართველოს პროკურატურაში", - ამბობს დეპუტატი.
პაცკანს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობებს დაიკავებენ საყვარელიძე და უგლავა უკრაინის მთავრობაში.