პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე განმარტებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.
დეპუტატის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გოჩა რატიანმა დახურულ შეხვედრაზე დაადასტურა, რიმ მინისტრი განმარტებისათვის მზად არის.
"გაკეთდა შეფასებები, მივიღეთ დასმულ კითხვებზე პასუხები, მაგრამ შეხვედრა დახურული იყო და კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნა სესიაშვილმა.