საგარეო უწყება:    მიხეილ სააკაშვილს აქვს მოქმედი დიპლომატიური პასპორტები

საგარეო უწყება: მიხეილ სააკაშვილს აქვს მოქმედი დიპლომატიური პასპორტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. "ინტერპრესნიუსმა" საგარეო უწყებაში ყოფილი პრეზიდენტის მიერ სტრასბურგში ჟურნალსიტებთან გაკეთებული განცხადება გადაამოწმა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმეს.

"მიხეილ სააკაშვილს აქვს მოქმედი დიპლომატიური პასპროტი", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცალკე საპრეზიდენტო პასპორტები არ არსებობს.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მას საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმეს.

მისი თქმით, საპრეზიდენტო პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუუქმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პასპორტი მთელი ცხოვრება ეკუთვნოდა.

"მე ჩამოვედი სტრასბურგში მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიაში მითხრეს, თურმე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემი საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმებია. თუმცა, კანონით პრეზიდენტს ეკუთვნის მთელი ცხოვრება ეს პასპორტი. აეროპორტის თანამშრომლებმა უბრალოდ გამიღიმეს და მითხრეს- ნუ, რას ვიზამთ ასეთი მთავრობა გყავთ, შეგიძლიათ, გაიაროთო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი საქციელი ევროპაში დიდი ხანია, არავის უნახავს.