მაინტერესებს, არაჩვეულებრივ მოქალაქეს რატომ ეთაკილება ევროპარლამენტში ჩამოსვლა

მაინტერესებს, არაჩვეულებრივ მოქალაქეს რატომ ეთაკილება ევროპარლამენტში ჩამოსვლა

მე ერთი რამ მაინტერესებს, რატომ ეთაკილება განსაკუთრებულ მოქალაქეს აქ ჩამოსვლა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის სტრასბურგში როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ისე იმყოფება.

"დიდი პატივი იქნებოდა, რომ ვყოფილიყავი აქ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რადგან ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვიცავ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ქართველი ხალხის ისტორიულ გადაწყვეტილებას. მე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს არ მეთაკილება რომ ჩამოვიდე აქ. მე ერთი რამ მაინტერესებს არაჩვეულებრივ მოქალაქეს რატომ ეთაკილება აქ ჩამოსვლა და არაჩვეულებრივი მოქალაქე თავის თანაშემწეს - პრემიერ-მინისტრს რატომ არ აგზავნის, საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან დღეს", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.