ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება დიდი ნაბიჯია ჩვენი ხალხის საუკუნოვანი ოცნების ასრულებისკენ

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება დიდი ნაბიჯია ჩვენი ხალხის საუკუნოვანი ოცნების ასრულებისკენ

ევროპარლამენტის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ხალხის საუკუნოვანი ოცნების ასრულებისკენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროპული საქართველო ნიშნავს გამთლიანებულ, დაცულ, თავისუფალ ქვეყანას.

"ეს ნიშნავს ქვეყანას, სადაც თითოეული ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ეს ნიშნავს ქვეყანას, სადაც ყველა ოჯახში არის კეთილდღეობა და ღირსეული ცხოვრების პირობები. სწორედ ამიტომ ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები ევროპაზე და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ყველაფერს, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომლების წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე. ერთად გავაგრძელოთ წინსვლა და თუ ჩვენ ერთად ვიშრომებთ, აუცილებლად მალე დადგება ის დღე, როდესაც ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას", - განაცხადა ბაქრაძემ.

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარტიის ოფისში უყურებენ. რატიფიცირების შემდეგ ისინი ტორტსაც გაჭრიან.