აღმოსავლეთ უკრაინაში მართლაც სადამსჯელო ოპერაციაა, რომელსაც კიევის დღევანდელი ხელისუფლება ატარებს

აღმოსავლეთ უკრაინაში მართლაც სადამსჯელო ოპერაციაა, რომელსაც კიევის დღევანდელი ხელისუფლება ატარებს

ის, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება, მართლაც სადამსჯელო ოპერაციაა, რომელსაც კიევის დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კიევში შეიარაღებული ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ამბოხებულებს არ გაუგზავნიათ, არამედ პირიქით, უკრაინის ხელისუფლებამ გაგზავნა იქ შეიარაღებული ძალები.

"პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ვისაც რა უნდა თქვას, მაგრამ კიევში რაც მოხდა, სახელმწიფო გადატრიალება იყო, თან შეიარაღებული გზით. ქვეყნის ერთ ნაწილს ეს არ მოეწონა და ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხის ძალოვანი მეთოდებით გადაწყვეტას ცდილობს, ეკონომიკური ბლოკადის დახმარებით. მიმაჩნია, რომ ეს გზა ყოვლად უშედეგო და მავნებლურია. ვიმედოვნებ, რომ დიალოგის გზით გამოვალთ ამ ვითარებიდან და ჩვენ მზად ვართ ვითამაშოთ შუამავლის როლი", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დაქირავებული პირები არ იბრძვიან. მისი განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარი გულის კარნახით ასრულებს მოვალეობას ანაც მოხალისედ მონაწილეობენ რაიმე სახის საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაში, არ არიან დაქირავებულები, რადგან ისინი ამის სანაცვლოდ ფულს არ იღებენ.