დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ვიპოვით პოლიტიკურ ბალანსს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა პასუხი გასცა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტში კრიტიკულ შენიშვნებს შერჩევით სამართალთან დაკავშირებით.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო კანონებისა და პროცედურების დაკვირვებით მოახერხებს სწორი ბალანსის პოვნას, თუმცა ეს არ იქნება მარტივი პროცედურა.
"არის რეზოლუციაში საუბარია ბევრ საკითხზე, მათ შორის შერჩევითი სამართალის საკითხებზე. მადლობა ჩემს ევროპელ კოლეგებს, რომ ბევრი იდებატეს ამასთან დაკავშირებით და იცნობენ იმ საკითხებს, რაც მიმდინარეობს საქართველოში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ამ კომენტარებს და, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, შემიძლია განვაცხადო, რომ ქვეყანამ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადადგა. რა თქმა უნდა, ვითარება საქართველოში არ არის მარტივი, რადგანაც ხელისუფლების ცვლამ მოიტანა გარკვული ცვლილებები, განსაკუთებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დრო სასამართლოებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლო ჯამში ვიპოვით პოლიტიკურ ბალანსს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ყოფილ მაღალჩინოსნებს უკავშირებათ. ევროპარლამენტარების განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე მას ყურადღებით ვუსმენ, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ეს არის რთული პროცესი და ამ პროცესის დასრულებას დრო ჭირდება. კანონებისა და პროცედურების დაკვირვებით ჩვენ მოვახერხებთ სწორი ბალანსის პოვნას", - _განაცხადა გაიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გადასცა.