საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში უკვე გაემგზავრა. ქვეყნის პირველი პირი ევროპარლამენტის სესიას, რომელზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოხდება, ქართული დელეგაციასთან ერთად დაესწრება.
გიორგი მარგველაშვილთან ერთად დღეს სტრასბურგში გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი.