ხვალ, პარლამენტში უმრავლესობის სხდომა იგეგმება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უმრავლესობის შეკრება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს უკავშირდება.
ამასთან, საქართველოს პარლამენტი ევროპარლამენტის ხვალინდელი პლენარული სხდომის ტრანსლირებას გეგმავს. ევროპარლამენტის სხდომა პირდაპირი ეთერით პარლამენტის კინოდარბაზში გადაიცემა.
უმრავლესობის სხდომა 14:00 საათისთვის იგეგმება.