მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და არა ის, თუ ვინ დაესწრება რატიფიცირების პროცესს

მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და არა ის, თუ ვინ დაესწრება რატიფიცირების პროცესს

ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მისი შედეგები და არა ის, თუ ვინ დაესწრება რატიფიცირების პროცესს და ვინ არა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

ამასთან დეპუტატის თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჩავიდეს სტრასბურგში და დაესწროს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი აღიარებული და დადასტურებული იქნება ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს მიერ. მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების შინაარსი და მისი შედეგები. აქ განსაკუთრებით აღვნიშნავდი იმას, რომ გაზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპის 28 ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება ექნებათ. სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა ის, თუ ვინ დაესწრება ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს და ვინ - არა", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა.