"საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი შესაძლოა, რიგის სამიტზე მიიღონ"

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, აღმოსავლეთში მინიმუმ ერთი და შესაძლოა, ორი პარტნიორი არსებობს, რომელზეც უვიზო რეჟიმი გავრცელდება.

მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას აქვთ შანსი, მიიღონ ვიზა ლიბერალიზაცია რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ცნობისთვის, აპრილში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება მოლდოვამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ლატვია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი კი 2015 წლის მაისში გაიმართება.