თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, დღეს, მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის "New York Voices"-ის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის "საახალწლო საღამო" გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გრემის ჯილდოს მფლობელი New York Voices-ისა და მუსიკალური ცენტრის მიერ ჩატარებული ერთობლივი კონცერტი საქველმოქმედოა - შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე პაციენტების მკურნალობას.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.