"რატიფიკაციას წარმომადგენლობითი დელეგაცია უნდა დაესწროს და დასანანია თუკი ეს არ მოხდება"

როგორც საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა "პირWელთან" საუბარში განაცხადა, რატიფიკაციის პროცესი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. ფანჯიკიძისთვის უცნობია, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვიტილება ხელისუფლებამ.

"რამდენადაც ვიცი, საქართველოს პრეზიდენტი აპირებს წასვლას და დასწრებას რატიფიკაციაზე. რა დევს ამ ყველაფრის უკან, რომ ხელისუფლებიდან არავინ არ აპირებს დაესწროს რატიფიკაციის პროცესს, ჩემთვის უცნობია. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში და ჩემი აზრით, მას უნდა დაესწროს ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან, დასანანია თუკი ეს არ მოხდება",-განაცხადა ფანჯიკიძემ

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია ხვალ არის დაგეგმილი.