პეტრო პოროშენკომ ეკა ზღულაძეს უკრაინის პასპორტი გადასცა

პეტრო პოროშენკომ ეკა ზღულაძეს უკრაინის პასპორტი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ეკა ზღულაძეს უკრაინის პასპორტი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება "ტვიტერზე" გაავრცელა. 

"ეკატერინე ზღულაძეს უკრაინის მოქალაქის პასპორტი გადავეცი. დღეიდან შინგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება პროფესიონალის საიმედო ხელში იქნება", - დაწერა პეტრო პოროშენკომ. 
ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მოადგილის პოსტს დაიკავებს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ეკა ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას ხელი 13 დეკემბერს მოაწერა.