„ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას საქართველოს პარლამენტიდან დელეგაცია დაესწრება“

„ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას საქართველოს პარლამენტიდან დელეგაცია დაესწრება“

ასე უპასუხა დევნილთა მინისტრმა შეკითხვას, რატომ არავინ მიემგზავრება მთავრობიდან ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესზე დასასწრებად.

„მე რამდენადაც ვიცი, მიდის საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს პარლამენტიდან. რამდენადაც ვიცი, ეს არის განსაზღვრული. ის არის ევროპარლამენტი და სწორედ ეს არის განსაზღვრული ევროპარლამენტის რეზოლუციებით“, - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, დევნილთა და განსახლების მინისტრმა კომენტარი რატიფიკაციის პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასწრების შესახებაც გააკეთა.

„სადაც უნდა, იქ წავიდეს“, - განაცხადა სუბარმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას ევროპარლამენტი 18 დეკემბერს მოახდენს.