მოსკოვში ქართველმა ბიზნესმენმა თავი მოიკლა

მოსკოვში ქართველმა ბიზნესმენმა თავი მოიკლა

მოსკოვში, სასტუმრო "ნაციონალში" 68 წლის ქართველმა ბიზნესმენმა ივანე შერვაშიძემ თავი მოიკლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბიზნესმენის თვითმკვლელობა სასტუმროს სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. 

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა წერილი დატოვა, რომელშიც სიკვდილისშემდგომ კრემაცია მოითხოვა. 

"სასურველია, ფერფლი შავ ზღვაში ან ბალტიის ზღვაში მიმოაბნიოთ", - ნათქვამია ბიზნესმენის წერილში. 

ივანე შერვაშიძე მუსიკალური ინსტრუმენტების ბიზნესით იყო დაკავებული.