ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველომ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი შესაძლოა, რიგის სამიტზე მიიღოს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველომ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი შესაძლოა, რიგის სამიტზე მიიღოს

საქართველომ და უკრაინამ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი შესაძლოა, რიგის სამიტზე მიიღონ. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. 

როგორც ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, საქართველოსა და უკრაინას აქვთ შანსი, მიიღონ ვიზა ლიბერალიზაცია მომავალი წლის მაისში რიგაში გასამართ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. 

"აღმოსავლეთში მინიმუმ ერთი და შესაძლოა, ორი პარტნიორი არსებობს, რომელზეც გავრცელდება უვიზო რეჟიმი", - განაცხადა ედგარს რიკნევიჩსმა. 

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღებამდე ქვეყნებმა რეფორმები უნდა გაატარონ, მათ შორის ევროკავშირთან სამართლებრივ სფეროში მზარდი თანამშრომლობა. 

აპრილში, ევროკავშირის შენგენის ზონაში, რომელიც ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან 22 ქვეყანას მოიცავს, უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება მიიღო მოლდოვამ.