ხუდადოვის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა გოგონამ მამაკაცი მოკლა

ხუდადოვის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა გოგონამ მამაკაცი მოკლა

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, არასრულწლოვანმა გოგონამ შუახნის მამაკაცი მოკლა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, არასრულწლოვანი გოგონა მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს და მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვან გოგონას თავს მამაკაცი დაესხა, გოგონამ თავდაცვის მიზნით, თავდამსხმელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.