ბარაკ ობამა: კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება სურს

ბარაკ ობამა: კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-ჯერსიში, სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას, განაცხადა, რომ კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს" სრულად განადგურება სურს.

„კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს" არა მხოლოდ შესუსტება, არამედ სრულად განადგურება სურს",- განაცხადა ობამამ.

პრეზიდენტმა ჯარისკაცები წინასაშობაოდ მოინახულა. მისი თქმით, უცხო ქვეყნის მიწაზე შეერთებული შტატების მიერ სახმელეთო ჯარების გამოყენებით ოპერაციის წარმოების პერიოდი დასრულდა. ის ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დასრულებასაც შეეხო და განაცხადა, რომ 2015 წლიდან ამერიკელი სამხედროები ავღანელი კოლეგების წვრთნის ფაზაზე გადავლენ.