ყანდიაშვილი, გოგელია და „მაესტრო“ - რა ხდება არხზე და რას აპროტესტებს საინფორმაციო სამსახური?

ყანდიაშვილი, გოგელია და „მაესტრო“ - რა ხდება არხზე და რას აპროტესტებს საინფორმაციო სამსახური?

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის არხიდან წასვლის შემდეგ ტელევიზიის ირგვლივ უამრავი შეკითხვა გაჩნდა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღლონტის არხიდან წასვლა მაესტროზე კოკა ყანდიაშვილის მისვლას უკავშირდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყანდიაშვილი მაესტროზე გადაცემის გაკეთებას გეგმავდა, რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა, როცა არხი ვახო სანაიამ დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყანდიაშვილი „მაესტროზე“ იანვარში, ახალი თოქ-შოუთი გამოჩნდება, რომლის სახელწოდებაც „ლაპარაკობს თბილისია“. „პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ყანდიაშვილის გადაცემა ყოველდღიური იქნება, რის გამო არხის საეთერო ბადეში ცვლილებები მოხდა. მაესტროს ცხრიანს დრო შეიცვალა და არხის მთავარი საინფორმაციო ეთერში 9 საათის ნაცვლად, რვა საათზე გავა. გავრცელებული ინფრომაციით დროები შეეცვალა დღის საინფრომაციო გამოშვებებსაც, რასაც არხის საინფორმაციო დეპარტამენტის თანამშრომეთა უკმაყოფილება მოჰყვა და მათ ბადის ცვლილებასთან ერთად არხზე ყანდიაშვილის მისვლა გააპროტესტეს. აღნიშნული ინფრომაციის გადასამოწმებლად ჩვენ არხის დირქტორთან, ბაია გადაბაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. დაკავშირება ვერ მოხერხდა ვერც ყანდიაშვილთან, ვერც საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო ჟიჟილაშვილთან. სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა კოტე გოგელიამაც, რომელიც არხის ერთ ერთი მფლობელის მეუღლეა და გავრცელებული ინფორმაციით, არხზე ცვლილებები სწორედ გოგელიას ინიციატივით ხორციელდება.