„ყოველდღიური აბები“ - ვასიკო ოდიშვილმა მაესტრო დატოვა (?)

„ყოველდღიური აბები“ - ვასიკო ოდიშვილმა მაესტრო დატოვა (?)

„პირველი რადიოსთვის“ ცნობილი ხდება, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ- ერთმა სახემ და გადაცემა „ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან“ წამყვანმა არხი დატოვა. ინფორმაციის გადასამოწმებლად „პირველი რადიო“ ოდიშვილს დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ „მაესტროს“ ერთ- ერთ მფლობელს და ოდიშვილის მეულეს. ეკა აკობიამ განაცხადა, რომ ის მეუღლის სამსახურთან დაკავშირებულ კითხვებს არ პასუხობს. აკობიას თქმით, ოდიშვილს „მაესტრო“ არ დაუტოვებია, თუმცა მისივე განმარტებით ახლა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს და საკითხი ჯერ-ჯერობით გარუკვეველია. აკობია არც იმას ადასტურებს, რომ არხი თავადაც დატოვა.