პენსილვანიაში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და ოჯახის 5 წევრი დახოცა

პენსილვანიაში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და ოჯახის 5 წევრი დახოცა

ექვსი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა აშშ-ის შტატ პენსილვანიაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად. 

"ბიბისის" ინფორმაციით, პოლიციამ ამ დრომდე ეძებს ეჭვმიტანილს, 35 წლის ბრედლი უილიამს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 35 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, მეუღლის დედა, ბებია, და, დის ქმარი და მათი 14 წლის ქალიშვილი დახოცა. 

არსებული ინფორმაციით, ბერდლი უილიამმა, რომელიც ყოფილი სამხედროა, ყველა მსხვერპლი საკუთარ სახლებში მოკლა. 

პოლიცია ადგილობრივებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან თავდამსხმელის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.