ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით სანქციების გაფართოებას. "საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის წინადადებას ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დამატებითი სანქციების შემოღებაზე", - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, სავარაუდოდ ეკონომიკური სანქციების გაძლიერებული პაკეტი ინვესტიციების, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში აკრძალვებს შეეხება.