პარლამენტის საშემოდგომო სესია 19 დეკემბერს ბიუროს ფორმატში დაიხურება. პარლამენტის ბიუროს გუშინდელი გადაწყვეტილებით, საშემოდგომო სესიის დახურვის მიზნით მიმდინარე კვირას პარლამეტის რიგგარეშე სხდომა არ იქნება მოწვეული და სესია ბიუროს სხდომით დაიხურება.
რიგგარეშე სესიები კი მომავალ კვირას გაიმართება, სადაც დეპუტატები დეკემბრის ბოლომდე დარჩენილ დროში ინიცირებულ კანონპროექტებზე მუშაობას დაასრულებენ.
პარლამენტის რიგგარშე სესიას პრეზიდენტი იწვევს.