უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას 917 სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას 917 სამხედრო დაიღუპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას 917 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ვიქტორ კუშნირის განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაციის პერიოდში უკრაინის შეიარაღებული ძალების 3 318 სამხედრო დაიჭრა.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 9 დეკემბრიდან დუმილის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ამის მიუხედავად ბრძოლები არ შეწყვეტილა.

ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინაში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.