ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხეელების საკონკურსო კომისიაში სასულიერო პირი, დეკანოზი მირიანი მოხვდა.
კონკურსის მეორე ეტაპისთვის კომისიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში, სასულიერო პირის გარდა, კიდევ სამი ადამიანი შედის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გოგი ხელაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საკონკურსო კომისიაში სასულიერო პირის მოხვედრა განმარტა.
"მამა მირიანი არის პრორექტორი, ფილოლოგი და ამის გამო მოხვდა კომისიის შემადგენლობაში. ის არის მთელი ლანჩხუთისთვის უსაყვარლესი და განათლებული ადამიანი", - განაცხადა გოგი ხელაძემ.