საგარეო უწყება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას სოხუმის აეროპორტის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, ე.წ. ხელშეკრულების გამოძახილს უწოდებს.
ამის შესახებ უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ეს არის ინტერაქცია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის. ჩვენთვის, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ეს ხელშეკრულება არ არსებობს და აბსოლუტურად უკანონოა. ამიტომ, ნებისმიერი ურთიერთობა უკანონო იქნება. ეს საკითხი დაისმება როგორც ერთ-ერთი ფაქტობრივი მასალა, რომ ამ ხელშეკრულებას ასეთი განვითარება მოჰყვება",- განაცხადა დავით კერესელიძემ.
ცნობისათვის, რაულ ხაჯიმბა იმედოვნებს, რომ სოხუმის აეროპორტი ორ წელიწადში აღდგება.