ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროპარლამენტში 18 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს.
„რატიფიცირება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არის გაზიარებული ჩვენი პარტნიორების მიერ. კიდევ ერთი ძალიან დიდი შანსი და ამასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დროულად გამოვიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ევროკავშირთან თვისობრივად ახალი, სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.