პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტსა და გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტსა და გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მხარის რწმუნებულებთან გამართული სამუშაო შეხვედრის მთავარი თემები მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები იყო

გუბერნატორებმა მინისტრებს რეგიონებში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და 2015 წლის პრიორიტეტები დასახეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, გუბერნატორები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ეკონომიკური საბჭოს მდივანი დაესწრნენ.