17 დეკემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს თაობაზე დებატები შედგება, ხოლო 18 დეკემბერს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს.
ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 18 დეკემბერს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან ერთად ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს.
როგორს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 10 ქვეყანამ მოახდინა - რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, ხორვატია.