მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ფინანსთა მინისტრის დამოკიდებულებაზე კარგად მეტყველებს მეტაფორა კალოშებზე

მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ფინანსთა მინისტრის დამოკიდებულებაზე კარგად მეტყველებს მეტაფორა კალოშებზე

ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ფინანსთა მინისტრის დამოკიდებულებაზე კარგად მეტყველებს მეტაფორა კალოშებზე.

"ეს არის თქვენი, მინისტრ ხადურის ლიტერატურული გემოვნება. ეს არის თქვენი ზოგადი კულტურული აგებულებაც. საქართველოსთვის ასეთი ფინანსთა მინისტრი და ასეთი ბიუჯეტი არ მომინდებოდა", - მიმართა ხადურს წიკლაურმა, რომელმაც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ჯარში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას "ნაცების" ის წევრები უნდა მოიკითხონ, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და ახლა ყველა ხედავს რით დადიან.