თინა ხიდაშელი - გივი თარგამაძე ერთ დროს სიგარეტის ფულს ითხოვდა და მერე რაღაცნაირად ძალიან დიდი შესაძლებლობები გამოუჩნდა

თინა ხიდაშელი - გივი თარგამაძე ერთ დროს სიგარეტის ფულს ითხოვდა და მერე რაღაცნაირად ძალიან დიდი შესაძლებლობები გამოუჩნდა

დეპუტატი თინა ხიდაშელი "კალოშებთან" დაკავშირებით ფინასთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ფრაზას გამოეხამურა. ხიდაშელმა საპარლამენტო უმცირესობას რამდენიმე მაგალითი მოუყვანა, თუ ვინ შეიძლება ეგულისხმა ფინანსთა მინისტრს ამ კონტექსტში.

"კალოშებია" დღეს აქ ძალიან პოპულარული თემა და ბევრჯერ იკითხეს, ვის გულისხმობდა ფინასთა მინისტრი, დღევანდელ დეპუტატებს თუ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ორივეს თითო მაგალითს გეტყვით. ბატონი კეზერაშვილი, რომელიც პატარა, უქონელი ბიჭი, ერთ დროს დროშებს ატრიალებდა და დღეს ყველაზე მდიდარი კაცია საქართველოში, საქართველოშივე ნაშოვი ფულის პირობებში. არასოდეს, არც ერთი დღე, მას სახელმწიფო თანამდებობების იქით არ უმუშავია და მილიონები შეაგროვა. კიდევ შემიძლია გავიხსენო გივი თარგამაძე, ერთ დროს სიგარეტის ფულს ითხოვდა ხოლმე და მერე რაღაცნაირად ძალიან დიდი შესაძლებლობები გამოუჩნდა. თუ გაინტერესებთ, სია საკმაოდ დიდია, რომლზეც შეგვიძლია დეტალურად მოგიყვეთ, თუ როგორ შოულობდნენ ფულს სახელმწიფო სამსახურებში", -განაცხადა თინა ხიდაშელმა.

"კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების" ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან", - ეს შეფასება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც მათ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აქვთ.