ლარი კიდევ 1 პუნქტით გამყარდა. დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა.
ახალი კურსის მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, 13 დეკემბრიდან 1 დოლარის შეძენა 1.83 ლარი ეღირება.
ეროვნული ბანკის მიერ 11 დეკემბერს, ბანკთაშორის ბაზარზე არსებული გარიგების შესაბამისად დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.84 ლარს შეადგენდა.