გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხორკიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ენგურჰესი“ აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს".
"ენგურჰესის წყალსაცავი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მე უბრალოდ ამ განცხადების საფუძველს ვერ ვხვდები. თავად შპს „ენგურჰესის“ წილების 100-პროცენტიანი მფლობელიც სახელმწიფოა. მე არ მგონია, რომ ამ განცხადებამ შეიძლება რაიმე ცვლილება გამოიწვიოს ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხოკრიშვილმა.
მინისტრის თქმით, ის განცხადების დეტალებს არ ფლობს და კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდება.
„საქართველოს აქვს სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში და ამ პოლიტიკის ფარგლებში მოხდება ამ განცხადების შეფასება“, - დასძინა ხოკრიშვილმა.