ადგილობრივი მედიის განცხადებით, მოსკოვის ბირჟაზე ერთი დოლარის კურსი 50 კაპიკით გაიზარდა და 56,94 რუბლი შეადგინა. რუბლის კურსი დაეცა ევროსთან მიმართებაშიც - ევროს კურსმა 68 კაპიკით მოიმატა და 60,58 რუბლს მიაღწია.
რუბლის კურსის ვარდნასთან ერთად, ეცემა მსოფლიოს ფასები ნავთობზეც. დღევანდელი დილის მონაცემებით, ICE-ის ბირჟაზე "ბრენტის" მარკის ნავთობზე ბარელზე ფასი 63,52 დოლარამდე დაეცა. WTI-ის მარკის ტეხასური მსუბუქი ნავთობის ფასი კი 59,47 დოლარამდე დავარდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დუმაში ქვეყნის ეროვნული ვალუტის სხვა ვალუტით ჩანაცვლებაზე საუბრობენ, რაც დოლართან და ევროსთან მიმართებაში რუბლის ვარდნას შეაჩერებს.