ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი პროექტების მიმდინარეობით და მშენებლობის ვადებით დაინტერესდა.

ინფორმაცია უკვე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე მთავრობის მეთაურს "საპარტნიორო ფონდისა" და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.