საქართველოსა და ქართული კულტურის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში 10 ახალგაზრდა ერთვება

საქართველოსა და ქართული კულტურის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში 10 ახალგაზრდა ერთვება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის განვითარება და ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ, - საუბრის მთავარი თემები იყო.

კონკურსის შედეგების თანახმად, ერთწლიანი მანდატით საქართველოს წარმომადგენლები გახდნენ - ამერიკის შეერთებული შტატებში - იოსებ ჟორჟოლიანი; ავსტრიაში - სალომე სალაძე; გერმანიაში - მიხეილ სარჯველაძე; დიდ ბრიტანეთში - გიორგი ლომიძე; თურქეთში - თეონა ვარშალომიძე; ლიტვაში - სანდრო ვეკუა; პოლონეთში - ქეთევან ფრანგულაიშვილი; საფრანგეთში - ლია ჭიპაშვილი; უკრაინაში - მიხეილ გეგეჭკორი, ხოლო ჩეხეთში - ლაშა ნავერიანი.

ისინი, წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმისა და საკუთარი ინიციატივების საფუძველზე, საქართველოს პოპულარიზაციიის მიზნით, განახორციელებენ კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებშიც უცხოელი და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.