კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების

კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების" ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ

კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების" ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან , - მსგავსი შეფასება ფინანსთა მინისტრმა,  ნოდარ ხადურმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც მათ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აქვთ.

როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეკონომიკური მაჩვენებლის 5-პროცენტიანი ზრდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება რეგიონში.

"ის პრიორიტეტები რაც ,,ქართულ ოცნების" მიერ იყო აღებული, აბსოლიტურად არის ასახული 2015 წლის ბიუჯეტში. ჩვენი მიზანია ზრუნვა მოსახლეობაზე, განათლებაზე და სოფლის მეურეობაზე. ინფრასტრუქტურული ხარჯები იზრდება, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუჯეტმა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და იზრუნოს ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. 5-პროცენტიანი ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალია", -განაცხადა ნოდარ ხადურმა.