თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერიის ინტერესებშია დადგინდეს, იყო თუ არა სადმე რაიმე სახის დარღვევა და აღნიშულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.
ნარმანია დარწმუნებულია, რომ გამოძიება ისე წარიმართება, როგორც ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობითაა დადგენილი.
„ჩვენ პროკურატურას ოპერატიულად მივაწოდეთ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და ხაზს ვუსვამ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ. ჩვენი მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა პირველ რიგში ჩვენს ინტერესებში შედის, რომ დადგინდეს ჰქონდა თუ არა სადმე დარღვევას ადგილი, რათა შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. ჩემს არყოფნასთან პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან მოკვლევა ჩემს წასვლამდე დაიწყო“, - განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯებს იკვლევს.